საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი 12.03.2025

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები); ბ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები; გ) სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები; დ) ჰუმანიტარული მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები; პროექტის წარდგენის ვადაა 2025 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 28 მარტის ჩათვლით;

  1. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; ბ) საპროექტო წინადადება; გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი; დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით. 2. პროექტებს შეაფასებს შესაბამისი კომისია, რომლის მიერ შერჩეული საუკეთესო 5 პროექტი (რანჟირებული ქულების მიხედვით) განსახილველად წარედგინოს თჰუ აკადემიურ საბჭოს;

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ 10.10.2019

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტმა...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.07.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური ა...

ვრცლად