
სამეცნიერო ვორქშოპი: კიბერუსაფრთხოების ანალიზი და პრევენციული მექანიზმები ბიზნესში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 22 და 23 მაისს ტარდება სამეცნიერო ვორქშოპი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის თემაზე: Cybersecurity Analysis and the Preventive Mechanisms in Business.
ვორქშოპი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ბიზნესში კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა
- ბიზნესში გავრცელებული კიბერ საფრთხეები
- კიბერ უსაფრთხოების ანალიზი
- პრევენციული მექანიზმები ბიზნესისთვის
- კიბერ უსაფრთხოების განხორციელების ძირითადი გამოწვევები
- კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოების როლი
- კიბერ უსაფრთხოების მომავალი ტენდენციები ბიზნესში
ტრენერი: Ernst Schulten (ერნსტ შულთენი) – SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ)
ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ჩატარების დრო: 22 მაისი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე/ 23 მაისი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
სამიზნე ჯგუფები: ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულება: საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები.
სამუშაო ენა: ინგლისური
ვორქშოპში მონაწილეობის მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე ბ1 დონეზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12.05.2025
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/WXqKT
ვორქშოპის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი.
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლად20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო...
ვრცლადტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორმა იამზე...
ვრცლად