თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის უნივერსიტეტს ეწვივნენ 10.10.2021

თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პიტესტის უნივერსიტეტს ეწვივნენ

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Erasmus+ გაცლითი პროგრამის ფარგლებში, თჰუ-ს საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის ორგანიზებით, შეირჩა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამიდან ორი სტუდენტი:

1. ვლადიმერ გელოვანი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა;

2. გიორგი ბაჯიაშვილი - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.

სტუდენტებმა წარმატებით გაირეს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის შიდა კონკურსი და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ რუმინეთში, კერძოდ, პიტესტის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრში.

სტუდენტებს პიტესტის უნივერსიტეტში დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია. აგრეთვე, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსდა მგზავრობის ხარჯები.

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა 16.12.2021

სამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა

2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები...

ვრცლად
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია 01.06.2021

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

რეგისტრაცია დაიწყო... თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით...

ვრცლად