
პროფესორ ნონა გელიტაშვილის ვიზიტი გერმანიაში
2025 წლის 5-10 მაისს, აშაფენბურგის უნივერსიტეტში, გერმანიაში (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany), იმყოფებოდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია, კერძოდ: თჰუ-ს წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - პროფესორი ნონა გელიტაშვილი.
2024 წლის ივლისში სამივე უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ევა-მარია ბექ-მოითთან, ვიცე-პრეზიდენტთან ივო შეფერთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. მოლაპარაკებები შეეხებოდა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მოხსენებებით წარდგნენ ადგილობრივი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ,,ქართული საღამო“, სადაც აშაფენბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება ფართოდ გასცნობოდნენ ქართული კულტურისა და სამზარეულოს უნიკალურობასა და ტრადიციებს.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა...
ვრცლადთჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებულ სემინარს
2018 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრენ...
ვრცლად