
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წევრთა სამუშაო შეხვედრა!
2025 წლის 12 ივნისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წევრთა სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა სტუდენტებს გააცნეს თჰუ-ს ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ინიციატივა ერთობლივი აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე, კერძოდ, სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშის „რა, სად, როდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული ღონისძიების ხელშესაწყობად.
სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურსა და სტუდენტთა თვითმმართველობას.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური და
სტუდენტთა თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!
სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედი...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...
ვრცლად