ისწავლე და დასაქმდი შენთვის სასურველ გარემოში! 17.09.2025

ისწავლე და დასაქმდი შენთვის სასურველ გარემოში!

კომპანია „სუფთა სახლი“, დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ ლექცია - სემინარებზე დასწრება და იმავდროულად დასაქმდნენ „სუფთა სახლში“ , მათზე მორგებული 4 ან 6 საათიანი გრაფიკით.

 

სურვილის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან თჰუ-ს  სასწავლო სივრცეს და ჩაატარებენ დასაქმების ფორუმს, სადაც განთავსებული იქნება დასაქმების ბანერები და სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან დასაქმების პროექტს.

 

დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მარტივად  QR კოდის საშუალებით გააგზავნონ პირადი მონაცემები კომპანია „სუფთა სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!