
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია
2025 წლის 23-24 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, სადაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებიან უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მ. ჭელიძე.
მსგავსი სიახლეები
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები 2021
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 სასწავლო წლისთვის აფინანსებს 7 სტუდენტს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე...
ვრცლადსაბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფ...
ვრცლადსტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცის თეზისთა კრებული
გამოიცა, სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის თეზისთა კრებული. კონფერენცია ჩატარდა თბ...
ვრცლად