კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 04.04.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.      ჯანდაცვის  ფაკულტეტი:

 

1.1.    ქართულენოვანი და რუსულენოვანი  დიპლომირებული სტომატოლოგის   / DDM /პროგრამისთვის:

 

1.1.1.         პროფესორი   1 საშტატო ერთეული;

 

2. საკონკურსო  პირობები:

2.1.  8 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

2.2. ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

2.3.  უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის  2.2. ქვეპუნტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);

გ) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

 

კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული;
  • ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი  დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .

პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8  წლით. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით. 

ღია კონკურსი ცხადდება 2018 წლის 3 აპრილიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31 ( ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge);  2018 წლის 4 მაისის  10.00 საათიდან  2018  წლის  11 მაისის 17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

საკონტაქტო ტელ:  254 5908;  254 59 09.

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის 14 მაისს,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;

საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი,  597540096.

მსგავსი სიახლეები

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ბუღალტერიის მიმართულებით.

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“ 05.06.2020