თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. 


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მსგავსი სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
თჰუში ჩატარდება  ონლაინ- ტრანსლაცია «სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სტომატოლოგებისათვის» 22.03.2018

თჰუში ჩატარდება ონლაინ- ტრანსლაცია «სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სტომატოლოგებისათვის»

  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება  ონლაინ- ტრანსლაცია «ს...

ვრცლად