კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 11.04.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

1.   სამართლის  ფაკულტეტზე:

1.1. ასისტენტის თანამდებობაზე (მიმართულება - საჯარო  სამართალი)  ერთი საშტატო ერთეული;

 

2. ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

–    აქვს პროფესიული გამოცდილების 2  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

–  გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას.

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

3.  დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

3.1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

3.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;

3.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;

3.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

 

4.  კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);

დ) ნოტარიალურად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;

ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;

ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ზ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;

თ) განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ი) კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენიდოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge ;

კ) კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;

ლ) ღია კონკურსი ცხადდება 2019 წლის 11 აპრილიდან;

მ) ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, 2019 წლის 11 მაისიდან 10.00 საათიდან 2019 წლის 17  მაისის  17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

 

კონკურსის ეტაპებია:

ა) განაცხადის წარდგენა;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;

გ) გასაუბრება.

 

გასაუბრებაზე დაშვებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგები ეცნობებათ კანდიდატებს.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი: თამარ გიგაშვილი  +995 579 402 402

ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

საუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ! 15.12.2021

საუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ!

2021 წლის 20 დეკემბერს 19:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იგეგმება სტრატეგიული გეგმის (2019-2025) შუალედური, 2019-2...

ვრცლად
ბიბლიოთეკის წარმომადგენელის გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა პირველკურსელებისთვის 24.10.2021

ბიბლიოთეკის წარმომადგენელის გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა პირველკურსელებისთვის

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, საბიბლიოთეკო რესურსების გაცნობის მიზნ...

ვრცლად
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი 04.11.2019

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი

3 ნოემბერს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესს დაესწრენ თბილისის ჰუმანიტარული...

ვრცლად