
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში!
ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების შესაბამისად, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში. კერძოდ, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკის ადმინისტარაცია მზად არის ყველა საჭირო სასწავლო მასალა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიაწოდოს დასკანერებული სახით შიდა პერსონალური ბაზების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირება.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია კი აგრძელებს მუშაობას.
გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი ვებ-გვერდისა და facebook გვერდის სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 20 მაისს!
შპს „თბილისის ჰუმანიტარულ...
ვრცლადვიზიტი საქართველოს პარლამენტში
2015 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართვლოს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს სტუმრობდნენ....
ვრცლად