Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 1-5 მარტს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 68 ქვეყანის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).
საერთაშორისო სასწავლო კვირეულს კოორდინირებას უწევდა Erasmus + ოფისის წარმომადგენელი რუმინეთიდან, კარმენ-ანდრეას ბურჯეტი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი ცერცვაძე.
სასწავლო ტრენინგზე, სიტყვით წარსდგნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ელენე კაკაბაძე და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და იდეები. იმსჯელს პანდემიის დროს არსებულ გამოწვევებზე და დასახეს გზები მათ დასაძლევად.
რაც შეეხება პროექტის II ეტაპს, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საშემოდგომო სემესტრისათვის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სატუდენტები მობილობით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვევიან პიტეშტის უნივერსიტეტს.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“...
ვრცლადსტუდენტთა და პერსონალის საყურადღებოდ! 3 და 8 მარტი ოფიციალური დასვენების დღეები
სტუდენტთა და პერსონალის საყურადღებოდ! 3 და 8 მარტი ოფიციალური დასვენების დღეები
ვრცლადვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ
2021 წლის 25 მაისს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინა...
ვრცლად