რუსთაველის ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 11.04.2021

რუსთაველის ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

ინფორმაცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შესახებ. 

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

 კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2021 წლის 20 აპრილი - 20 მაისის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (კონსულტაციების ბმული ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციამდე 2 დღით ადრე) - 22 აპრილი, 5 მაისი, 14 მაისი;
  • შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 მაისი;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 4 ივნისის 16:00 საათამდე;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2021 წლის მაისი - ივნისი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2021 წლის ივნისი - ივლისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2021 წლის ივლისი - დეკემბერი;
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2022 წლის იანვარი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2022 წლის იანვარი - თებერვალი;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2022 წლის თებერვალი - მარტი.

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები იხ. ბმულზე

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ 

საკონტაქტო ინფორმაცია: fr@rustaveli.org.ge (15 მაისის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე)

კოორდინატორები:
ლანა დავითულიანი: პროგრამული საკითხები - 555 46 04 78 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში). 
თამარ აზარიაშვილი: პროგრამული საკითხები

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 13.03.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)...

ვრცლად
თჰუ ულოცავს თამარ ლალიაშვილს 05.04.2016

თჰუ ულოცავს თამარ ლალიაშვილს

თბილისის ჰუმანიტარული სასწავ...

ვრცლად