დისკუსია - ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში 17.04.2021

დისკუსია - ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე „ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“.

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 21 აპრილს, 19 სთ. – ზე, ზუმის პლათფორმით.

მომხსენებლები:

ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი (ფრაიგურგი, გერმანია) – „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და მისი გამოცემა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი გახლდათ მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და ინტერნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერ-თანამშრომელი. 2020 წელს ქართულ ენაზე მისი თარგმანით გამოიცა გერმანელი ავტორის ერიკ ჰილგენდორფის წიგნი “შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში.“ ის ასევე გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ანა კაპანაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. იგი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი დოქტორანტი, რომელიც მუშაობს მედიცინის სისხლის სამართალში.

თამარ ნინოშვილი – ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრის“ ხარისხის სამსახურის უფროსი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 19 აპრილის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

დისკუსიის დღის წესრიგი

19 თებერვალი 2021, ზუმის პლატფორმა

19:00-19:05

შეხვედრის გახსნა, მისალმება

ზურაბ ჭყონია, სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე.

მოხსენებები:

19;05-19:20 - ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი

19:20-19:35 - ანა კაპანაძე

19:35-19:50 - თამარ ნინოშვილი

20:05-21:00 - დისკუსია

21:00 - ღონისძიების დახურვა