საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 06.08.2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს.

კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები.

დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და კომისიის წევრებმა - ასოც. პროფესორებმა ირმა მოლაშხიამ და ირინა ბენიამ, ასისტენტ-პროფესორმა თამარ საჯაიამ - კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

 საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი 10.10.2023

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი

შპს თბილისის ჰუმანიტარული ს...

ვრცლად
პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო 25.03.2022

პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო

2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის&ld...

ვრცლად
14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა  ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა 15.12.2018

14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა

14 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა  ეკონომიკის დოქტორმა,...

ვრცლად