კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 06.05.2017

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 
1.  ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე:
 
ასისტენტ - პროფესორი (მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება, დარგი/სპეციალობა -ბიზნესის ადმინისტრირება,  ) - 1 საშტატო ერთეული;
 
2.  ჯანდაცვის  ფაკულტეტი:
 
2.1.  მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):
 
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;
 
2.2.  დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა:
 
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
ასისტენტ - პროფესორი 1 საშტატო ერთეული;
 
3.  საკონკურსო  პირობები:

 
3.1.  ასოცირებული პროფესორი
3.1.1.      ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიური ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
 
3.2.  ასისტენტ–პროფესორი
3.1.2. ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი არის:
ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
ბ.ა)   აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და
ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
3.1.2. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები;
3.1.3. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა  საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
3.14. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.


კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

• განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული;
• ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
• ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
• ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
• ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
• განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;


კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი  დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 4 წლის. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით. 

 
ღია კონკურსი ცხადდება 2017 წლის 1  მაისიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31;  2017  წლის  2  ივნისიდან 10.00 საათიდან  2017   წლის  5  ივნისის ჩათვლით   17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

საკონტაქტო ტელ:  254 5908;  254 59 09.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2017 წლის 6  ივნისს,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;

საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი,  597540096.

 

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 31.05.2021

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...

ვრცლად
Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული 07.03.2021

Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული

წარმატებით  დასრულდა Erasmus+ KA107  პროექტის I ეტაპი, რომელიც   რუმინეთის, პიტეშტის უ...

ვრცლად