
საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება...
31 აგვისტოს 12 საათზე სამეცნიერო ჟურნალების პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „DOAJ: სამეცნიერო ჟურნალების ინდექსაცია“. შეხვედრა დეტალურად შეეხება ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალების ბაზას DOAJ (Directory of Open Access Journals) რომელიც აერთიანებს 18.000 ჟურნალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მონაწილეებს გააცნობს ბაზაში ჟურნალის ინდექსირების კრიტერიუმებსა და პროცედურას. შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი.
შეხვედრას გაუძღვება DOAJ-ის წარმომადგენელი საქართველოში - ნათია გაბედავა. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.
https://us02web.zoom.us/j/89971085518
აქვე, გაცნობებთ რომ პირველ და ორ სექტემბერს დაგეგმილია OJS (Open Journal Systems) ტრენინგი 4 ნაკადად.
თითოეულ დღეს ჩატარდება ორი ერთსაათიანი ტრენინგი სხვადასხვა დროს: 12 საათზე და 3 საათზე. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაესწროთ.
ტრენინგი განკუთვნილია იმ ჟურნალებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ პლატფორმაზე openjournals.ge ჟურნალების ადმინისტრირება, ახალი და საარქივო ნომრებისა და სტატიების ატვირთვა, რათა სამომავლოდ, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჟურნალების გვერდები.
ტრენინგს გაუძღვება ნატალი გიორგობიანი, openjournals.ge-ის ადმინისტრატორი. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.
მსგავსი სიახლეები
იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge
COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკ...
ვრცლადსსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 25 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად იქნ...
ვრცლადსაჯარო ლექცია
საჯარო ლექცია 2023 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროინტეგრაციული ეკონომიკური მექანიზმები და...
ვრცლად