
საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე!
2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა წაიკითხა ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია, თემაზე:-„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მასშტაბი საერთაშორისო სამართალში, არსებული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პერსპექტივები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად მყოფი რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პურან ანდრა ნიკოლეტა; კერძო სამართლის დოქტორი, დუმინიკა ფლორინა რამონა და ფინანსთა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის დოქტორი, ჰაგიუ მარიანა ალინა; ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, ს...
ვრცლადსაახალწლო ღონისძიება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გეპატიჟებათ სადღესასწულო საღ...
ვრცლად