
მივლინება საფრანგეთში
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოწვეული პერსონალი ნათია ქაჯაია უნივერსიტეტის დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს ფორმირების წესს, საქმიანობის სპეციფიკას, მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და პროცედურები, აღსრულების პროცესში ადვოკატის ჩართულობის მნიშვნელობა და აღსრულების პროცესის ზედამხედველობის მექანიზმები. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტის მონაწილეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლოს HUDOC-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკისა და წესის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ევროპის პარლამენტს. შეხვედრისას განხილული საკითხები ეხებოდა პარლამენტის წევრების არჩევის წესს, საქმიანობის პრინციპებს, სპეციფიკას და მუშაობის წესს.
სასწავლო ვიზიტის მონაწილე იურისტები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ ლადო ჭანტურიას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბოლო წლებში ამავე სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურებზე, ვადებზე, ეტაპებზე, წესებსა და საჩივრის შევსების თავისებურებებზე.
მსგავსი სიახლეები
გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე
ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგ...
ვრცლად2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები
ევროკომისია აცხადებს 2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეებს, რომელიც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მკვლევრებ...
ვრცლადარ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი
2024 წლის 22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწ...
ვრცლად