შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო (ქართულენოვან) პროგრამაზე:
-
- ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – მარკეტინგი) – 1 საშტატო ერთეული;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო (ქართულენოვან და რუსულენოვან) პროგრამებზე:
- ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება) – 1 საშტატო ერთეული;
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე:
- ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – ფსიქოლოგია) – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი (მიმართულება – ფსიქიატრია) – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი (მიმართულება – ფსიქოლოგია) – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტი (მიმართულება – ფსიქოლოგია) – 1 საშტატო ერთეული;
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
4.1.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერეული.
4.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - შენაგანი მედიცინა)- 1 საშტატო ერეული.
4.3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - თერაპიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერეული.
5. საკონკურსო პირობები:
ა. ასოცირებული პროფესორი
5.1. 4 წლის ვადით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
ბ. ასისტენტ–პროფესორი
5.2. 3 წლის ვადით ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:
ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
ბ.ა) აქვს პროფესიული გამოცდილების 3 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და
ბ.ბ) გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
5.3. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.
5.4. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
გ. ასისტენტი
5.5. 3 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად: – აქვს პროფესიული გამოცდილების 2 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და – გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
6. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.
7. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:
7.1.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.
8. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა
8.1. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
8.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
8.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
8.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
8.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება.
9. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 ც. ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე); (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 )
დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით; (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
თ) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად).
ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
10. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
11. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
12. ღია კონკურსი ცხადდება 2023 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით.
13. საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 28 მარტიდან 2023 წლის 07 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
14. საკონკურსო კომისიის სხდომა ჩატარდება 2023 წლის 12 აპრილს 12 საათზე.
15. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
ელექტრონული ფოსტა: tea.thsu22@gmail.com
მსგავსი სიახლეები
თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად ჩართული არის გერმანიის განვი...
ვრცლადბიბლიოთეკის წარმომადგენელის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პირველკურსელებისთვის
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, საბიბლიოთეკო რესურსების გაცნობის მიზნ...
ვრცლად