
THU და Erasmus + თანამშრომლობა გრძელდება!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს კვლავაც აქვთ შანსი ცოდნის გაღრმავების მიზნით, Erasmus+ სტუდენტთა გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრონ ლიტვის, მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში.
MRU მჭიდროდ თანამშრომლობს 350-ზე მეტ უნივერსიტეტთან, საჯარო და კერძო ინსტიტუტთან. არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სრული წევრი.
უნივერსიტეტში ირიცხება 7500 სტუდენტი, მათ შორის 600 საერთაშორისო სტუდენტი და დასაქმებულია 400-ზე მეტი აკადემიური პერსონალი.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს. მათგან 80%-ზე მეტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. სწავლა შესაძლებელია, ისეთ მოთხოვნად პროგრამებზე როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, მედიცინა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.
სტუდენტთა მობილობის ფარგლებში პერიოდი მოიცავს 2023-2024 სასწავლო წლის I და II სემესტრს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 8 მაისი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ელექტრონულ ბმულს
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში
2020 წლის 8 ივლისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაი...
ვრცლად2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დარეგისტრირდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის Anabin მონაცემთა ბაზაში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დარეგისტრირდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური...
ვრცლად