
უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 27 ივნისს 10:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.“ ტრენინგს ჩაატარებს პროფესორი დავით სიხარულიძე. ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
წარმოდგენილი ტრენინგის მიზანია მსმენელებს კომპლექსურად გააცნოს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირებისა და შეფასების თავისებურებები.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩოს განხილვა; პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების ფორმირება, ბლუმის ტაქსონომიური ზმნების გამოყენების თავისებურებები, კურიკულუმის რუკის აგება და ანალიზი: პროგრამის სასწავლო კურსების და პროგრამის სწავლის შედეგების ურთიერთკავშირის რუკის აგება; პროგრამის სწავლის შედეგების განვითარების ლოგიკა; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდების და ინტენსივობის განსაზღვრა, შეფასების ტექნიკური ფორმა; პროგრამის სამიზნე ნიშნულების დადგენის სპეციფიკა; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად.
მსგავსი სიახლეები
EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 23 სექტემბერს დაესწრო EURAXESS საქართველოს ე...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად