საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი 10.10.2023

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი

შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);
ბ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;
გ) სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;
დ) ჰუმანიტარული მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

პროექტის წარდგენის ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე;
1. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
 ბ) საპროექტო წინადადება;
 გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;
დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით. 2. პროექტებს შეაფასებს შესაბამისი კომისია, რომლის მიერ შერჩეული საუკეთესო 5 პროექტი (რანჟირებული ქულების მიხედვით) განსახილველად წარედგინოს თჰუ აკადემიურ საბჭოს;

მსგავსი სიახლეები

ეროვნული ჩემპიონატი იმიტირებული სასამართლო პროცესში 03.02.2023

ეროვნული ჩემპიონატი იმიტირებული სასამართლო პროცესში

... და აი,პროექტი,რომელსაც ყველა ჩვენგანი ასე მოუთბენლად ველოდით, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი გთავაზობთ, იმიტირებულ სასამართლო პროცესის ჩემპიონატს სისხლ...

ვრცლად
თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი 14.05.2021

თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მონაწილე მხა...

ვრცლად