
სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტის დღეს“
2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გივი მაკალათია მონაწილეობდა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა „საქართველოს ეკონომისტის დღეს“. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენცია ეხებოდა შემდეგ თემას: "საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში"
გივი მაკალათიას მოხსენების თემა: "სუბიექტური ღირებულების თეორია და მისი სოციალური ასპექტები".
კონფერენცია ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
გივი მაკალათიას აბსტრაქტი გამოქვეყნებულია. აბსტრაქტების კრებულს თან ახლავს ISBN და DOI.
იხ.ლინკი. დაკლიკება
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და სასტუმრო ჰილტონ ინნ თბილისი ჭავჭავაძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2025 წლის 12 აგვისტოს თბილისის ჰუმა...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
- 2019–2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანი...
ვრცლად