
თჰუ „საქართველოს მეცნიერთა კავშირის“ საქმიანობის ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
2023 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა მორიგი შეხვედრა შედგა. კავშირის თავმჯდომარემ, ზურაბ ჭყონიამ, წარმოადგინა ანგარიში, გაწეული საქმიანობის შესახებ. მან ასევე ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. სამართლის მეცნიერთა კავშირის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და ორგანიზაციის სხვა წევრები.
მსგავსი სიახლეები
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს ...
ვრცლადკარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში
"კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი"
ვრცლად