
კარიერული განვითარება AIESEC საქართველოსთან ერთად
2023 წლის 30 ნოემბერს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს პარტნიორი ორგანიზაცია, AIESEC-საქართველო ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ „AIESEC-საქართველო“, მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, იგი ემსახურება სტუდენტთა და ახალგაზრდა თაობის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობას.
ორგანიზაციის წარმომადგენლები უნივერსიტეტში საინფორმაციო დესკს განათავსებენ, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კერძოდ, წარმოდგენილი იქნება სამი ტიპის გაცვლითი პროგრამა, ესენია: Global Teacher, Global Talent და Global Volunteer-ი.
პარტნიორი ორგანიზაცია თჰუ-ს სტუდენტებს სთავაზობს, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
იხ ილეთ Universities
მსგავსი სიახლეები
სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები
სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის მასწავლებლების, მკვლევარებისა...
ვრცლადთჰუში ონლაინ სწავლება იწყება 21 სექტემბრიდან!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი დისტანციური ფორმი...
ვრცლად