ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში! 06.12.2023

ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში!

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს 6,7, 8 დეკემბერს, 10:00 საათიდან გიწვევთ 2023 წლის რიგით მე-9 ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ჩინური კომპანია, შემდეგი სექტორებიდან: მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო მომსახურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები/საკვები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, სამრეწველო აღჭურვილობა, ქიმიური პროდუქტები და ბიზნეს მომსახურება.

გამოფენების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაამყაროთ საქმიანი კომუნიკაცია, მოიძიოთ პოტენციური პარტნიორები, მომწოდებლები ან/და მომხმარებლები და გააფართოვოთ ბიზნეს არეალი

გამოფენები გაიხსნება 6 დეკემბერს, მე-6 პავილიონში 11:00-12:30 საათზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლებისურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის ნაწილსაც.

ხოლო პროდუქციის გამოფენები იქნება მე-4 და მე-5 პავილიონებში.

გამოფენაზე სტუმრობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchDrWRdG12pmuYoByMZf5LYFS1jUlBA7JGkBvTyAALz0VmTw/viewform

მისამართი: თბილისი, . წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯია.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია: ლოჯისტიკის საფუძვლები & ლოჯისტიკური მენეჯმენტი (ლოჯისტიკა - მომავლის პროფესია?) 31.05.2021

საჯარო ლექცია: ლოჯისტიკის საფუძვლები & ლოჯისტიკური მენეჯმენტი (ლოჯისტიკა - მომავლის პროფესია?)

2021 წლის 9 ივნისს, 19.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება პროფ. ლიანა ყანჩაველის საჯარო ლექცია...

ვრცლად
თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა! 03.04.2017

თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...

ვრცლად