
მნიშვნელოვანი შეთავაზება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus + პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე, სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი ) სწავლის მსურველთათვის.
კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. ბულგარეთში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.
სწავლება ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge , 15 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ასევე ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.
დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.fdm.mu-sofia.bg/en/
მსგავსი სიახლეები
ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებათა სამეცნიერო სემინარი
2021 წლის 16 ივნისს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: „ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებათა სამეცნიერო სემ...
ვრცლად„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“.
„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმო...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლ...
ვრცლად