
პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტების კვირეულის -
2024 წლის 21-დან 28 აპრილის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg, Germany) მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო პროექტების კვირეულში“ („International Project Week 2024“). კვირეულის განმავლობაში ჩატარდა ლექციები, ვორკშოპები, სამუშაო შეხვედრები, ექსკურსიები, ვიზიტი ბავარიის უძველეს ლუდის საწარმოში - „ფაუსტი“. საერთაშორისო პროექტების კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები საქართველოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან.
კვირეულის ფარგლებში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა ლექციები ჩაატარა ბიზნესისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრელ სტუდენტებთან. ლექციების თემატიკა შეეხებოდა ევროკავშირის 4 თავისუფლებიდან ერთ-ერთს - მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას, და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პერსპექტივებს ევროკავშირის ქვეყნებში (EU-Freizügigkeit und Aussicht auf eine Erwerbstätigkeit für Georgische Bürger in EU-Staaten (გერმ.), EU freedom of movement and prospects of employment for Georgian citizens in EU states (ინგლ.)).
პროექტების კვირეულის პერიოდში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - პროფ. თომას ლაუერმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა სემეტრის სტუდენტებთან. მათ გააცნეს სტუდენტებს 2024 წლის ივლისში დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმა და საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო დეტალები.
ვებ-გვერდზე განთავსდა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი ერთობლივი საზაფხულო სკოლის შესახებ. აშაფენბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2024 წლის 15 მაისია.
https://kursportal.th-ab.de/app/kurs/ggsst2024-georgian-german-international-summer-school-2024
„საერთაშორისო პროექტების კვირეულის“ შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის Linkedin გვერდზე:
მსგავსი სიახლეები
ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის...
ვრცლადგამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციების ფორმირება და მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების განსაზღვრა“. თბილისის ჰ...
ვრცლადთჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა 2 ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
2016 წლის 29 იანვარს გაიმართა თჰუ აკადემიური საბჭოს სხდომა №1. აკადემიურმა საბჭომ განიხილა და დაამტკიცა 2 ახალი საბაკალავრო საგანმანათლ...
ვრცლად