საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 05.06.2024

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!

2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები როგორც რუმინეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი (კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი) და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.

რუმინეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 

საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოიცემა თეზისთა კრებულის სახით.

 

მსგავსი სიახლეები

თავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები" 04.07.2022

თავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები"

ივლისს, 18:00 საათზე, ორგანიზაცია "ახალგაზრდა განათლების ომბუდსმენი" გთავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები&q...

ვრცლად
ტრენინგი თემაზე: "ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მიდგომები." 28.05.2024

ტრენინგი თემაზე: "ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მიდგომები."

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის პირველ და ორ ივნისს ჩატარდება ტრენინგი თემაზე: "ქართულის, როგორ...

ვრცლად