ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 – „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“ 30.07.2024

ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 – „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“

2024 წლის 19 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობდა ქართულ-გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდებში. საზაფხულო სკოლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა Blue Ocean Strategy. აღნიშნულ მეთოდზე დაყრდნობით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხდა სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მიდგომების შესწავლა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გერმანიიდან სტუმრობდნენ აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გერმანელ პროფესორებთან ერთად სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ ქართველი პროფესორები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორებმა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებმა მოინახულეს ქართული საწარმოები: „შატო მუხრანი“, „ზედაზენი“ და „მეღვინეობა თეზი.“ მასპინძელმა კომპანიებმა მონაწილეებს გააცნეს მათი სამუშაო პროცესები, როგორიცაა პროდუქტის წარმოება და შენახვა, ექსპორტი, ურთიერთობა ინვესტორებთან და სტრატეგიული მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებები.

საზაფხულო სკოლა დასრულდა სტუდენტების პრეზენტაციებით, რომლებიც ეხებოდა „მეღვინეობა თეზი“-ს სტრატეგიული განვითარების მიდგომებს. პრეზენტაციების ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მეთოდები კომპანიის განვითარებასთან მიმართებით. დახურვის ცერემონიალს მონაწილეებთან, პროფესორებთან და პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ „მეღვინეობა თეზი“-ს დამფუძნებლები, რომლებმაც სტუდენტებთან ერთად განიხილეს კომპანიის ზრდის და განვითარების სტრატეგიები.

საზაფხულო სკოლა სასწავლო კომპონენტის გარდა  მოიცავდა კულტურულ პროგრამას. ჩამოსულმა სტუმრებმა მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და მონაწილე სტუდენტებთან ერთად მოინახულეს როგორც დედაქალაქის, ასევე მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.

სამივე პარტნიორი უნივერსიტეტის სახელით, საზაფხულო სკოლის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს 16.05.2022

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს

მოსამართლის დღესთან დაკავშირებით,

ვრცლად
თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი 20.10.2018

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი

თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობ...

ვრცლად