შეხვედრა სტუდენტებთან! 08.10.2024

შეხვედრა სტუდენტებთან!

2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: ,,სტუდენტთა კარიერული გზა“.

სტუდენტებს სამოქმედო გეგმისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ ესაუბრნენ თჰუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და  სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხიაშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებას ზემოაღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ,  რაც უპირველესად გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მოტივაციის ამაღლებას კარიერული ხედვის ფორმირებაში, მათთვის შესაბამის ხელშეწყობაოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებიც.

დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატში, შეხვედრის მონაწილეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დაისახა გზები სამოქმედო გეგმის წარმატებით მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები

მონოგრაფიის - ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით დაფინანსება 08.11.2020

მონოგრაფიის - ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით დაფინანსება

უნივერსიტეტმა სამართლის ფაკულტეტის დეკანს აფილირებულ პროფესორს ლია ჭიღლაშვილს დაუფინანსა 600 ლარით მონოგრა...

ვრცლად
2021 წლის 22 აპრილს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან 24.04.2021

2021 წლის 22 აპრილს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან

შეხვედრას უძღვებოდა, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - ირინე არჯევანიძე. შეხვედრა იყო, როგორც გაცნობითი, ასევე ინფ...

ვრცლად