საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან! 22.11.2024

საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან!

2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა  გიორგი ხარშილაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო სამსახურის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინა  პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეთა შორის გაიმართა დიალოგი. შეხვედრაზე, სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, თათია მაზანაშვილმა ისაუბრა თვითმმართველობის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე, მანვე გამოთქვა მოსაზრება პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ლექტორების ჩართულობით დაიგეგმოს საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების საკითხებთან“ მიმართებით. 

მსგავსი სიახლეები

ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად რადიო "ფორტუნას" ეთერში - "რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა?" 08.04.2025

ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად რადიო "ფორტუნას" ეთერში - "რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა?"

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, ასოცირებული ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად იმყოფებოდა რადიო "ფორტუნაში". გ...

ვრცლად
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 13.06.2019

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

ვრცლად