თჰუ პროფესორების მონაწილეობა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში - "Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024" 25.12.2024

თჰუ პროფესორების მონაწილეობა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში - "Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024"

2024 წლის 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით,  ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, და ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო სამსახურის უფროსმა - გიორგი ხარშილაძემ, მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg, Germany) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში - „Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024“. კვირეულის განმავლობაში ჩატარდა ლექციები, ვორკშოპები, სამუშაო შეხვედრები, ექსკურსიები, ასევე ვიზიტი საწარმოებში. საერთაშორისო პროექტების კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები  გერმანიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან და საფრანგეთიდან.

კვირეულის ფარგლებში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ, ლექციები ჩაატარეს „ბიზნესისა და სამართლის“ პროგრამის სტუდენტებთან. ლექციების თემატიკა შეეხებოდა ევროკავშირში  გაწევრიანების კრიტერიუმებს საქართველოსთვის; საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებაში; ევროკავშირის როლს საქართველოში დიგიტალიზაციის პროცესში (Road to the EU and EU accession criteria for Georgia; Digitalisation in Georgia – Role of the EU; Leveraging EU Support for Georgia’s Digital Workforce).

 

საერთაშორისო კვირეულის პერიოდში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ, აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსთან - ერნსტ შულთენთან ერთად,  საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა სემესტრის სტუდენტებთან. მათ გააცნეს სტუდენტებს ინფორმაცია და ვიზუალური მასალა  2024 წლის ივლისში ჩატარებული ერთობლივი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის შესახებ, გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები და საქართველოსთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო დეტალები.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ლექციებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის Linkedin გვერდზე:

https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7272127936495771649/

მსგავსი სიახლეები

ვებინარი: „ალტერნატიული განათლების გზები და ევროპული გამოცდილება“. 25.03.2024

ვებინარი: „ალტერნატიული განათლების გზები და ევროპული გამოცდილება“.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ProActive Group Georgia გიწვევთ ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე: „ალტერნატი...

ვრცლად
ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია! 16.11.2016

ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბ...

ვრცლად