
ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!
ძვირფასო სტუდენტებო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი „სამება“ (ხელმძღვანელი: გიორგი სუხიშვილი) აგრძელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული კულტურული ღირებულებების (განსაკუთრებით, მუსიკალური ტრადიციების) მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას. ამჯერად, ანსამბლი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელზეც წარმოჩინდება ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვნება და სიდიადე. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით უერთდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და 2018 წლის 17 დეკემბერს, 14 საათზე, წმ. ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, უთმობს ანსამბლს თავის საუნივერსიტეტო სივრცეს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ნანა“-ს (ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი) წარჩინებული აღსაზრდელები. გვეყოლება საპატიო სტუმარიც, პოეტი ნანა ცინცაძე.
დასწრება თავისუფალია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ გიორგი სუხიშვილს, ქალბატონებს: ნანა დაუშვილსა და ნანა ცინცაძეს მხარდაჭერისათვის.
მსგავსი სიახლეები
თჰუ ულოცავს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაამთავრეს. თბილისის ჰუმანიტა...
ვრცლადონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი
2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...
ვრცლადსაუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი
საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებ...
ვრცლად