სამეცნიერო ვორქშოპი: კიბერუსაფრთხოების ანალიზი და პრევენციული მექანიზმები ბიზნესში 02.04.2025

სამეცნიერო ვორქშოპი: კიბერუსაფრთხოების ანალიზი და პრევენციული მექანიზმები ბიზნესში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისრგანიზებით მიმდინარე წლის 22 და 23 მაისს ტარდება სამეცნიერო ვორქშოპი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის თემაზე: Cybersecurity Analysis and the Preventive Mechanisms in Business.

ვორქშოპი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ბიზნესში კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა
  • ბიზნესში გავრცელებული კიბერ საფრთხეები
  • კიბერ უსაფრთხოების ანალიზი
  • პრევენციული მექანიზმები ბიზნესისთვის
  • კიბერ უსაფრთხოების განხორციელების ძირითადი გამოწვევები
  • კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოების როლი
  • კიბერ უსაფრთხოების მომავალი ტენდენციები ბიზნესში

ტრენერი: Ernst Schulten (ერნსტ შულთენი) – SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ)

ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ჩატარების დრო: 22 მაისი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე/ 23 მაისი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.

სამიზნე ჯგუფები: ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულება: საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები.

სამუშაო ენა: ინგლისური

ვორქშოპში მონაწილეობის მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე ბ1 დონეზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12.05.2025

სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/WXqKT

ვორქშოპის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები 09.04.2021

ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები

ევროკომისია აცხადებს 2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეებს, რომელიც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მკვლევრებ...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული 14.07.2021

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული

დაიწყო სტატიების მიღება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებულის გამოცემის მიზნით.

ვრცლად