თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი 20.10.2018

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი

თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 4 წლის ვადით არჩეულ  იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი. ქალბატონი თამარი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001-2006 წლებში ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო, 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის 2 მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ სამეცნიერო დისკუსია - ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში 24.04.2021

ონლაინ სამეცნიერო დისკუსია - ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში

2021 წლის 21 აპრილს  გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარები...

ვრცლად