
2019 წლის 22 იანვარს თჰუს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე
2019 წლის 22 იანვარს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე. იგი შეხვდა სტუდენტებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა სახალხო დამცველის აუცილებლობასა და საჭიროებაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, მან სტუდენტებს სრულყოფილად გააცნო სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოწყობის საკითხები, ისაუბრა მის უფლებამოსილებაზე, სახალხო დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესზე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დღეისათვის აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე. ასევე მიმოიხილა საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში სადაც სტუდენტებმა გაუზიარეს და ისაუბრეს იმ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის დახმარებასა და აქტიურ მონაწილეობას საჭიროებს.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სახალხო დამცველის აპარატსა და ბატონ გიორგი ბურჯანაძეს თანამშრომლობისთვის, სტუდენტებთან შეხვედრისთვის, მათი ცოდნის გაღრმავებისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის.
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლად