კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 02.02.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
 
1. სამართლის  ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - სამართალი, დარგი/სპეციალობა -  სისხლის სამართალი), ერთი საშტატო ერთეული;
2. ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობაზე, ერთი საშტატო ერეული.
 
3. პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
1. 8 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე;
ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; 
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიური ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად; 
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
 
4. ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
1. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
ბ) აქვს პროფესიული გამოცდილების 2  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას. აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
 
4. დამატებითი ინფორმაცია:
 
აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა:
1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით; 
4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:
 
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
 
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);
დ) ნოტარიალურად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
ზ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
თ) განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
ი) კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე:http://www.thu.edu.ge;
კ) კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
ლ)  ღია კონკურსი ცხადდება 2019 წლის 4 თებერვლიდან;
მ) ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, 2019 წლის 5 მარტის  10.00 საათიდან 2019 წლის 11 მარტის  17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა. 
საკონტაქტო პირი: მონიკა შენგელია  +995 557 22 54 74
 
ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge
 
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2019 წლის 12 მარტს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.

მსგავსი სიახლეები

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის 22.02.2021

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის

2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთა...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 20.01.2022

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებ...

ვრცლად