წარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე 21.07.2021

წარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე

2021 წლის 19 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეისა“  და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სისხლის სამართლის მიმართულებით.

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შეაჯამა მოსამართლე -  გიორგი ბჟალავამ (სამართლის მაგისტრი, იურისტი, ტრენერი) და მოწვეულმა სტუმრებმა. გამოვლინდა ორი გამარჯვებული მხარე შემდეგი სქემის მიხედვით:    

განაჩენით, გამარჯვებული დაცვის მხარე - გოგა კაკოჩაშვილი, ქეთი ბერიძე, გულჩინა ახმედოვა და ნიკა ძიძიგური (თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული)
 
შეფასების სქემის მიხედვით (ქულებით) გამარჯვებული ბრალდების მხარე - მარიამ მაღლაკელიძე, თაკო ბერიძე, გიორგი ხვთისიაშვილი და გიორგი ქევხიშვილი.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეასა“  და  იმიტირებული სასამართლო პროცესის თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი პოლონური პროექტის პარტნიორია! 25.05.2021

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი პოლონური პროექტის პარტნიორია!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ამიკუს საზოგადოების (Amicus Society) პოლონური პროექტის პარტნიორია. Polska pomoc rozwojo...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 18.06.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)

ვრცლად