მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე! 28.04.2020

მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე!

სამართლის დარგობრივი მახასიათებელი
 
2020 წლის 23 აპრილს სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ონ-ლაინ შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად როგავა. 
 
პრეზენტაცია მიეძღვნა „სამართლის დარგობრივ მახასიათებელს“, აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის აქტივობა. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტთა მობილობას, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, იურისტის პროფესიაში შესვლასა და დასაქმებას.
 
პრეზენტაციის დასასრულს კი შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დასახეს გზები არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
 
იხ. სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი:

მსგავსი სიახლეები

კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში 25.11.2019
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 07.12.2019

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 01.07.2021

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...

ვრცლად