
თჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, უნივერსიტეტი ჩაერთვება აისეკ საქართველოს წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გლობალურ ქსელში; აისეკ საქართველო უზრუნველყოფს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო სტაჟირების პროგრამებში ჩართვას, კერძოდ, საშუალებას მისცემს უნივერსიტეტის 10 საუკეთესო სტუდენტს საფასურის გადახდის გარეშე მონაწილეობა მიიღოს აისეკის ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში.
აისეკის თაობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ლინკზე: WWW.AIESEC.ORG
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია
2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და...
ვრცლადმემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
2022 წლის 01 დეკემბრს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხოლო 2023 წლის 30 იანვარს - ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერ...
ვრცლად