შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა:  საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები 10.04.2021

შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები

შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა:  საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე) - მიზნების შესასრულებლად 04.04.2021 განხორციელდა მივლინება ქვემო ქართლში, კონკრეტულად, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ადგილზე ტურისტული რესურსების მდგომარეობისა და ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორების შესასწავლად (პანდემიის დამთავრებისას საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები).

მივლინებაში იმყოფებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი მაია მელაძე, ასისტენტი არჩილ ჯანგულაშვილი, კოორდინატორი ირმა წიკლაური, ასევე, პროექტში ჩართული სტუდენტები: ლაშა ჩიბურდანიძე, ნოდარ მერაბიშვილი, დავით კაპანაძე, ვლადიმერ გელოვანი, ირაკლი სარსევანიძე, ნიკა გაგნიძე და ერეკლე გოგალაძე.

პროექტით გათვალისწინებული მივლინების განხორციელების დროს მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალი რამოდენიმე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კულტურულ-ტურისტული ობიექტი. პროექტზე შემდგომი მუშაობა გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, დამუშავდება მივლინების დროს ჩატარებული კვლევის შედეგები.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა რეგისტრაცია! 01.09.2022

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

პირველკურსელთა რეგისტრაცია! თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 16 ს...

ვრცლად
მიმდინარე წლის 18 აპრილს ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა 09.04.2021

მიმდინარე წლის 18 აპრილს ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

მიმდინარე წლის 18 აპრილს ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარ...

ვრცლად