2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით 21.04.2021

2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.

ვებინარს უძღვებოდა დავით პიტიურიშვილი, რომელსაც აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, მათ შორის 3 წელია იკავებს მენეჯერულ პოზიციებს; ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული ტრენინგი სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორში; 2017 წლიდან არის აფილირებული ასისტენტ - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში; 2020 წლიდან მუშაობს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფრონტ ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე; მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ფინანსებში.

ვებინარის მიზანი გახლდათ, სტუდენტებისთვის CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებული მიდგომების განვითარება და დახმარება გასაუბრების დროს საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენის უნარ-ჩვევების შეძენაში.

ვებინარის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს კომპეტენციები, თუ როგორ შეადგინონ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი, თუ როგორია ტიპიური შეცდომები CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენისას და მათი გამოსწორების ხერხები; შეისწავლეს სამუშაოს მოძებნის და გასაუბრებისთვის მომზადების ტექნიკები, ასევე ძირითადი კითხვები გასაუბრების დროს დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლის მიერ.

ვებინარის ხანგრძლივობა იყო 2 საათი. ის  წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითხვები როგორც ვებინარის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დავალებებმა, რომლებიც ემსახურებოდა ვებინარის მიზნების მიღწევას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 06.09.2019

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად
თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 05.04.2021

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა

ვრცლად
თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში 18.06.2018

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გერმანია...

ვრცლად