
პროექტი უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი „სამართალი და კანონმდებლობა“
( II ეტაპი)
2021 წლის 26 აპრილს 19:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ონლაინ რეჟიმში, იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს "სამართალი და კანონმდებლობა".
საჯარო ლექციას თემაზე - "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი ასპექტები" წარუძღვება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, მანანა ხვედელიძე.
ლექციათა ციკლი განკუთვნილია სამართლის დარგის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის.
კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
საჯარო ლექცია გაიმართება Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება
2019 წლის 07 მაისს 14:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენ...
ვრცლად