
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო შეხვედრა Zoom-ში
2021 წლის 27 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულეტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. ფაკულტეტის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა - ნონა გელიტაშვილმა პერსონალს გააცნო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება დისტანციური სწავლების დროებითი ღონისძიების დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ბრძანება შეეხება სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული საკონტაქტო საათების ორგანიზებას, სასწავლო ცხრილისა და განრიგის მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტთა დისტანციურ სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვისათვის შესაბამისი ალტერნატიული სწავლებისა და შეფასების მექანიზმების შემუშავებასა და შესაბამისი ცვლილებების ასახვას სასწავლო კურსების სილაბუსებში.
რექტორის ბრძანების შესაბამისად, ასევე აუცილებელი გახდა სასწავლო ცხრილით გათვალისწინებული ყოველი საკონტაქტო საათის მიმდინარეობისას (სტუდენტთა დაუსწრებლობის შემთხვევაშიც) ლექციის ჩაწერა ან პრეზენტაციის სტუდენტთათვის (სასწავლო პროცესის კოორდინატორების მიერ გადმოცემულ) მეილებზე დაგზავნა;
სამუშაო შეხვედრაზე, ზემოაღნიშნულ საკითხებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ფაკულტეტის პროფესორებმა: მაია მელაძემ, ირმა მოლაშხიამ, ბესარიონ ნაყოფიამ, მედეა ჭელიძემ, გივი მაკალათიამ და ირინა ბენიამ.
მსგავსი სიახლეები
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალიდან!
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალ...
ვრცლადსტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზ...
ვრცლადსტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო) და სახელმწიფო სასერტი...
ვრცლად