
საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 29 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა რეაბილიტაციის რეჟიმში“, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი, მერი კეთილაძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
მერი კეთილაძემ, საინტერესოდ ისაუბრა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის მნიშვნელობასა და მიზანზე. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის არსებობის აუცილებლობაზე, მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე. გარდა ამისა, ლექციაზე განხილულ იქნა კანონის უპირატესობები და მის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები.
აღნიშნულმა თემატიკამ მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით
ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...
ვრცლადშიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში
2016 წლის 20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის...
ვრცლადჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
ჩეხეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 წლსთვის გამოყო სტიპენდიები&nb...
ვრცლად