მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 18.01.2017

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

 

1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2017 წლის 20 იანვრიდან 02 თებერვლის 18:00 საათამდე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ვებ–გვერდზე ელექტრონულად (www.eqe.ge );
2. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2017 წლის 7 თებერვალი;

3. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა - 2017 წლის 7-8-9 თებერვალი.

 

2017 წლის 07 თებერვლის  10.00 საათიდან  11 თებერვლის 17.00 საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა.

ე) აღიარების დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის)

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“ 11.11.2024

საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“

2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე! 07.05.2020

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ფარგლებშ...

ვრცლად