
საერთაშორისო კონფერენცია “ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკა 2024“
მიმდინარე წლის 24 აპრილიდან 01 მაისის ჩათვლით თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ქაჯაიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწყობილ სასწავლო ვიზიტში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (EUIPO). ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალური მიწვევით მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციაში "ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკა 2024“.
კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საერთო სასამართლოს მოსამართლეებმა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს წევრებმა და თავმჯდომარეებმა, მომხსენებლების რანგში განიხილეს დარგში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო რეფორმები, ისევე როგორც, სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები. მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრებეს საავტორო უფლებების ევროკავშირის ერთიანი სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე, ხოლო საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა - სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, მიმოიხილა სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და დასახა მათი გადაჭრის გზები.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთ...
ვრცლად2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს
2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს.
ვრცლად