
ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კარიერის დაგეგმვა და მართვა“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ომარ ტერტერაშვილი.
ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო დაეხმაროს სტუდენტს სამსახურის მოძიებაში, დასაქმებაში. ტრენინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• გასაუბრების წესი
• მოლაპარაკების ხელოვნება გასაუბრების დროს
• პიროვნული განვითარება
• სამოტივაციო წერილის შედგენა
• CV ის შედგენა
• საკუთარი პოზოციების ეფეკტურად და კორექტულად წარდგენა
• თვითრწმენის ამაღლება
• სოციალურ ქსელებში პოზიციონირების საკითხები
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
თჰუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური და
მონაწილე სტუდენტები დიდ მადლობას უხდიან ბატონ ომარს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წევრებს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრებისთვის.
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პირველკურსელთა მ...
ვრცლადუნივერსიტეტის ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების თაობაზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 16 მაისს ჩატარდა ტრენინგი - უნივერსიტეტის ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების თაობა...
ვრცლადპირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 04 სექტემბრიდან 2023 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით...
ვრცლად